პოლიტიკა

გაერო-ს უშიშრობის საბჭოს მიერ მიიღებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს, ამერიკამ ვეტო არ დაადო

გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

„ბიბისი“ ინფორმაციით, აშშ-მა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან და რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, თუმცა დოკუმენტს ვეტო არ დაადო.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14 წევრმა. დოკუმენტში ჩაწერილია მოწოდება, რომ ღაზის სექტორში ცეცხლი შეწყდეს მუსლიმების წმინდა თვის, რამადანის პერიოდში. რამადანის დასრულებამდე ორი კვირა რჩება.

7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე საპასუხოდ ღაზის სექტორში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნას შეიცავს. მანამდე აშშ ბლოკავდა ნებისმიერ დოკუმენტს, რომელშიც ტერმინი „ცეცხლის შეწყვეტა“ იყო ნახსენები.

შეგახსენებთ, რეზოლუციის მიღებამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გააუქმებს მრჩევლების ვიზიტს ვაშინგტონში, თუ აშშ დღეს დაგეგმილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შემცველ რეზოლუციას ვეტოს არ დაადებს.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია