პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს- ბრიტანეთი მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით

 გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერში“ წერს.

„გაერთიანებული სამეფო მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით. მე დღეს ამას დაგპირდით. გაერთიანებული სამეფო ამ პირობას შეასრულებს“, – აცხადებს ჯეიმზ კლევერლი.

 ცნობისთვის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში იმყოფება. მან უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა, რომელიც მოიცავს სასწრაფო დახმარების 24 მანქანას, 11 სპეცმანქანას, მათ შორის ექვს ჯავშანმანქანას და 3 მილიონი ფუნტი სტერლინგის დაფინანსებას, რომელიც ქვეყანას ომის დაწყების შემდეგ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება.

ასევე ნახეთ

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი აღიდგინა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი აღიდგინა. პრეზიდენტმა …