პოლიტიკა

ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო

ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო.

კენჭისყრის დროს რეზოლუციას მხარი საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ბრიტანეთმა თავი შეიკავა.

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, პროცესი შესაბამისი კონსულტაციების ნაკლებობას განიცდიდა და არ ითვალისწინებდა ვაშინგტონის რეკომენდაციებს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, რეზოლუცია არ გმობდა „ჰამასს“.

„არცერთი ქვეყანა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც „ჰამასმა“ ჩაიდინა 7 ოქტომბერს. რომელიმე ჩვენს ქვეყანაზე რომ ასეთი თავდასხმა განეხორციელებინათ, ყველას გვექნებოდა მოლოდინი, რომ ეს საბჭო კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ჩვენს უფლებებს, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები. რეზოლუციის ყველაზე არარეალური ნაწილია მისი მოწოდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ. ეს, უბრალოდ, დატოვებს „ჰამასს“ ადგილზე, შეძლებს, გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც გააკეთა 7 ოქტომბერს. ეს რეზოლუცია არსებითად ამბობს, რომ ისრაელმა, უბრალოდ, უნდა მოითმინოს ეს“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში ბრიტანეთის თავის შეკავების ფაქტი წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ ისინი ვერ მიცემდნენ რეზოლუციას ხმას, სადაც არ გმობენ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეს.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია