Breaking News

ღაზაში ომი კაცობრიობის ტრაგედია და ცივილიზაციის სირცხვილია, აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ღაზაში ომი კაცობრიობის ტრაგედია და ცივილიზაციის სირცხვილია, – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ იიმი.

მისი თქმით, მხარს უჭერენ პალესტინას, რათა გაერო-ს ოფიციალური წევრი გახდეს.

“პალესტინელი ხალხის დიდი ხნის ოცნების, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნან, გვერდის ავლა აღარ შეიძლება და ის ისტორიული უსამართლობა, რომელსაც პალესტინელი ხალხი განიცდის, გამოსწორების გარეშე ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ვანგ იიმ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები კიდევ ერთხელ გაიმეორა.

„ღაზაში მომხდარმა კატასტროფამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა ის ფაქტი, რომ პალესტინის ტერიტორიები დიდი ხნის განმავლობაშია ოკუპირებული და ამაზე თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება. კაცობრიობის ტრაგედია და ცივილიზაციის სირცხვილია ის, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ამ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერება შეუძლებელია“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Check Also

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია