პოლიტიკა

გერმანიაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს

გერმანიაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილი თანამშრომელი დევიდ სმიტი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს და 13 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. Sky News-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლონდონის ცენტრალურმა სისხლის სამართლის სასამართლომ მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სმიტს შეუძლია სასჯელი გერმანიაში ან დიდ ბრიტანეთში მოიხადოს. დევიდ სმიტის განცხადებით, ის თავს მარტოსულად გრძნობდა, დეპრესია ჰქონდა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, როდესაც საელჩოს საიდუმლოების გათქმა დაიწყო. მოსამართლის განცხადებით, მან დააგროვა საკმარისი მოცულობის მასალები იმისთვის, რათა ბრიტანეთის ინტერესები დაეზიანებინა, შემდეგ კი ეს ინფორმაცია „მტრულად განწყობილ ძალას“ გადასცა. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ სმიტს ამის სანაცვლოდ რუსეთი ფულს უხდიდა.

სმიტის მიერ რუსეთის წარმომადგენლებისთვის გადაცემულ მასალებს შორის იყო ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების მაგიდებზე არსებული ფოტოები და დოკუმენტები, ასევე საელჩოში გადაღებული ვიდეოები და საელჩოს კორესპონდენცია მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან. გარდა ამისა, მან გადასცა რუსეთის ოფიციალურ პირებს საელჩოს პერსონალის სახელები, ფოტოები და პირადი ინფორმაცია.

ასევე ნახეთ

დიდი შვიდეული – „ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი

დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაგმეს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმა და ამის შესახებ საერთო განცხადებაც გაავრცელეს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია