პოლიტიკა

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

გერმანიაში, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დაშავებულთა რაოდენობა 200-ზე მეტს შეადგენს.

41 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 90 მძიმედ და 80-ზე მეტი მსუბუქად დაშავდა.

20 დეკემბერს საღამოს, საქსონია-ანჰალტის დედაქალაქის საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე განიხილავს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. 50 წლის საუდის არაბეთის მოქალაქე პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა. ცნობილია, რომ ის ბოლო დროს საქსონია-ანჰალტში ფსიქოთერაპიის სფეროში ექიმად მუშაობდა.

ასევე ნახეთ

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. რომის პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში წმინდა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია