პოლიტიკა

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Zeit ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, გერმანიის ქალაქ ვილჰელმსჰაფენში თხევადი გაზის იმპორტისთვის განკუთვნილი პირველი ტერმინალი გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას კანცლერი ოლაფ შოლცი, ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი, ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი და ქვემო საქსონიის მინისტრ-პრეზიდენტი სტეფან ვაილი ესწრებოდნენ. როგორც შოლცმა აღნიშნა, ტერმინალის მეშვეობით გერმანიის ენერგომომარაგება “რუსეთის მილსადენებისგან დამოუკიდებელი გახდება”.

ცნობისთვის, მთლიანობაში გერმანია რუსული გაზის ჩასანაცვლებლად თხევადი გაზის ოთხი მცურავი ტერმინალის გახსნას გეგმავს. მეორე ტერმინალის გახსნა 2023 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...