პოლიტიკა

ღაზას სექტორში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში ხანძარს 21 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters-ის ინფორმაციით,  ღაზას სექტორში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში მდებარე ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც მინიმუმ 21 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

 სააგენტოს ცნობით, მეხანძრეებს ერთ საათზე მეტი დრო დასჭირდათ ხანძრის ლიკვიდირებისთვის, რომელიც ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულზე გაჩნდა.

სასწრაფო დახმარების მანქანებმა რამდენიმე დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ღაზას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით ბენზინი იყო შენახული, რამაც გამოიწვია ხანძარი და სწრაფად მოედო შენობას.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...