გია ხუხაშვილი რუსეთში მოვლენების სავარაუდო განვითარებაზე წერს:
“გენერალიტეტის ნაწილი უარს იტყვის “ვაგნერთან” დაპირისპირებაზე, რაც დასრულდება ე.წ. “სამხედრო საბჭოს” შექმნით.
მოხდება ცენტრალური ხესლისუფლების პარალიზება. პუტინი გაიქცევა პეტერბურგში, ან ჩეჩნეთში.
მოლაპარაკებების შედეგად პუტინი გადადგება ან გაქრება.
სამხედრო საბჭო დანიშნავს დროებით პრეზიდენტად ვინმე კასიანოვოობრაზნის.
უკრაინას დაუბრუნდება ყველაფერი.
კასიანოვოობრაზნი ცოტა ხანში პრიგოჟინს და გადატრიალებაში მონაწილე ყველა გენერალს დაიჭერს და გამოაცხადებს ახალ “პერესტროიკას” დასავლეთის დახმარებით.
მოკლედ, პრიგოჟინი ჯაბაა, თავდაცვის გენერალი კიტოვანი, კასიანოვოობრაზნი შევარდნაძე.
ისტორია ბუმერანგის პრინციპით მეორდება და პირდაპირ შუბლში ხვდება იმპერიას…
ინსპირაცია – გია მორდეხაშვილი” – წერს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი