პოლიტიკა

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი და ჰამასის ლიდერი მუჰამედ დეიფი, ღაზის ომთან დაკავშირებული ომის დანაშაულებისთვის, დამნაშავედ სცნო და მათი დაკავების ორდერი გასცა.

ეს ორდერები ნეთანიაჰუს და გალანტს შესაძლო დაპატიმრებას გულისხმობზ, საზღვრის კვეთის შემთხვევაში. გავრცელებული ინფორმაციით, დეიფი შესაძლოა მოკლულია.

სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა, მაისში მოითხოვა დაპატიმრების ორდერი. მისი განცხადებით არსებობს საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ნეთანიაჰუს და გალანტს ეკისრებათ „კრიმინალური პასუხისმგებლობა“ ღაზაში მასობრივი შიმშილობის გამოწვევისთვის, რაც ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ითვლება.

სასამართლომ ცნობით, მათ გააჩნიათ დასაბუთებული ცნობები, რომ დეიფი პასუხისმგებელია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და ომის დანაშაულებებზე, მკვლელობებზე, წამებაზე, გაუპატიურებაზე და მძევლების აყვანაზე.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია