პოლიტიკა

“ჰამასში” აცხადებენ, რომ ზავის მიღწევა შესაძლებელი 24-48 საათის განმავლობაში, თუ ისრაელი მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს

„ჰამასის“ წარმომადგენელმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ თუ ისრაელი დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ეს გახსნის გზას შეთანხმების მიღწევისთვის მომდევნო 24-48 საათისგანმავლობაში.

„ჰამასის“ მოთხოვნები მოიცავს ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.

გავრცელებული ინფორმაციით, ელჩები აშშ-დან, კატარიდან და „ჰამასიდან“ კაიროში ჩავიდნენ, სადაც მხარეები ცდილობენ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რამადანამდე (მუსლიმთა მარხვის თვე), რომელიც 10-11 მარტს იწყება

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია