პოლიტიკა

ჰელგა მარია შმიდი – ეუთო მზადაა, მხარი დაუჭიროს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს

ეუთო მზად არის, მხარი დაუჭიროს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა განაცხადა.

სიტყვით გამოსვლის დროს შმიდმა გაიხსენა გერმანიის პრეზიდენტ, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სიტყვები, რომელიც ჩინეთის მიერ წარმოდგენილი „სამშვიდობო გეგმის“ გათვალისწინებით გამოვიდა მოსკოვისა და კიევის მონაწილეობით მოლაპარაკების გამართვის მოწოდებით.

„მე შემიძლია, დავეთანხმო გერმანიის პრეზიდენტს და დავამატო, რომ ეუთო ასევე შეიტანს საკუთრ წვლილს“, – განაცხადა ჰელგა მარია შმიდმა.

ამასთან, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ თავის დროზე, რუსეთმა არჩევანი არა დიალოგის, არამედ ომის სასარგებლოდ გააკეთა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია