პოლიტიკა

იაპონიაში ვულკან საკურაჯიმას ამოფრქვევის გამო, განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა

იაპონიაში ვულკან საკურაჯიმას ამოფრქვევის გამო, განგაშის უმაღლესი, მე-5 დონე გამოცხადდა. ვულკანის ამოფრქვევასთან დაკავშირებით, იაპონიის ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამოფრქვევის შედეგად, ფერფლის მასა კრატერიდან 2.5 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა ჰაერში.

იაპონიის ბირთვული მარეგულირებლების განცხადებით, სენდაის ატომურ ელექტროსადგურზე არანაირი დარღვევა არ შეინიშნება.

საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენჯერმე ამოიფრქვა. ვულკანი კაგოშიმას პრეფექტურაში, იაპონიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...