პოლიტიკა

იაროსლავ ჟელეზნიაკი – უკრაინის უმაღლესი რადა G20-ს რუსეთის გარიცხვისკენ მოუწოდებს

  უკრაინის უმაღლესი რადა G20-ს რუსეთის გარიცხვისკენ მოუწოდებს . ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

 მისი ინფორმაციით, ოთხშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე აღნიშნული N8203 დადგენილების პროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 310-მა ეროვნულმა დეპუტატმა.

 ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტად უმაღლესი რადა რუსეთის მიერ უკრაინის მოსახლეობის მიზანმიმართულად განადგურებას ასახელებს, რასაც გენოციდის ყველა ნიშანი გააჩნია, ისევე როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების ობიექტებზე დარტყმების განხორციელებას, რითაც მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორიზება ხდება.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...