პოლიტიკა

იერუსალიმში მომხდარი აფეთქებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

 იერუსალიმის შესასვლელთან, ავტობუსის ორ გაჩერებაზე ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ებრაული მედიის  ინფორმაციით, აფეთქებები ჩანთაში დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო მოხდა.

 როგორც ცნობილია, პირველი აფეთქება იერუსალიმის მთავარ შესასვლელთან ახლოს დაახლოებით დილის 7:00-საათისთვის მოხდა. მეორე აფეთქება კი მალევე, იერუსალიმის კიდევ ერთ შესასვლელთან, დილის 7:30 საათისთვის მოხდა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...