პოლიტიკა

ილონ მასკის თქმით, დონალდ ტრამპი „დაეთანხმა“ მას, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უნდა დაიხუროს

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახურვასთან დაკავშირებით.

„ფორბსის“ ცნობით, მასკმა ეს განცხადება გააკეთა „იქსის“ პირდაპირ ეთერში დისკუსიისას, რომელიც მიზნად ისახავდა სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) საქმიანობის განხილვას.

ილონ მასკმა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე გადაამოწმა ტრამპთან ეს ინფორმაცია და ჰკითხა: „დარწმუნებული ხართ?“, ხოლო ტრამპმა უპასუხა: „დიახ“. „ასე რომ, ვხურავთ“, – განაცხადა ილონ მასკმა.

მასკის განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობა „პოლიტიკურად მიკერძოებული იყო“.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა USAID-ის ხელმძღვანელობას „რადიკალი შეშლილების ჯგუფი“ უწოდა.

რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონი ერნსტმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა „იქსზე“ გამართულ განხილვაში, განაცხადა, რომ თუ არსებობს „ნამდვილად კარგი პროამერიკული პროგრამები“, რომლებიც USAID-ის კომპეტენციაში შედის, ისინი უნდა გადავიდეს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში და „უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო ზედამხედველობა“.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია