პოლიტიკა

ილონ მასკმა სახელმწიფო უწყებებიდან 10 000-მდე ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა – REUTERS

აშშ-ის სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტმა და მისმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, ბიუროკრატიის შემცირების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან 10 000-მდე ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა, ვეტერანთა საქმეების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის დეპარტამენტების უწყებების თანამშრომლები.

სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულმა კიდევ 75 000-მა ადამიანმა სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლის შეთავაზება მიიღო, რაც ამერიკის საჯარო მოხელეების 3%-ს შეადგენს.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია