პოლიტიკა

ინდოეთში, სამი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 288 ადამიანი, 1000-ზე მეტი კი დაშავდა

ინდოეთში, ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. სულ მცირე 288 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი დაშავდა, მომხდარის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან გადაბრუნებული ვაგონების ქვეშ ბევრი ადამიანია მოყოლილი.

სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინდოეთის რკინიგზის მინისტრის, აშვინი ვაიშნაუს თქმით, მომხდარზე გამოძიება ჩატარდება.

CNN-ის ინფორმაციით, ინდოეთის რკინიგზა ყოველდღიურად 13 მილიონ მგზავრს ემსახურება. მრავალი წლის განმავლობაში უყურადღებობამ ლიანდაგების მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია, ამ მიზეზით, მთავრობამ რკინიგზის განახლებისთვის ბოლო ხანებში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო.

ასევე ნახეთ

ჯო ბაიდენი – რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია