პოლიტიკა

იოავ გალანტი – ირანი ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადება

ირანი ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან საუბრის დროს განაცხადა.

გამოცემა „აქსიოსი“ წერს, რომ, ისრაელის დაზვერვის განახლებული შეფასებით, ირანი მზად არის, პირდაპირ შეუტიოს ისრაელს თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ და, სავარაუდოდ, ამას რამდენიმე დღეში გააკეთებს.

დაზვერვის ახალი შეფასება მიუთითებს, რომ თავდასხმა, შესაძლოა, 15 აგვისტოს დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოლაპარაკებების წინ მოხდეს.

ისრაელის სადაზვერვო საზოგადოება ფიქრობს, რომ პირველ შეტევას, სავარაუდოდ, „ჰეზბოლა“ განახორციელებს ბეირუთში თავისი უმაღლესი სამხედრო მეთაურის მკვლელობის საპასუხოდ და შემდეგ ირანიც, შესაძლოა, შეუერთდეს საკუთარი პირდაპირი შეტევით.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია