პოლიტიკა

ირანის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუ ჩაშალა, რადგან წამყვანმა თავსაბურავზე უარი თქვა

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა CNN-ის წამყვანთან, ქრისტიან ამანპურთან დაგეგმილი ინტერვიუ იმის გამო გააუქმა, რომ წამყვანმა უარი თქვა პრეზიდენტის მოთხოვნაზე, გაკეთებინა თავსაბურავი.

ირანის პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა.

ინტერვიუ დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა ებრაჰიმ რაისის თანაშემწემ წამყვანს ბოლო წუთს უთხრა თავსაბურავი გაეკეთებინა, რაზეც ამანპურმა უარი განაცხადა.

ქრისტიან ამანპური თეირანში გაიზარდა. მისივე განმარტებით, ის ირანში მუშაობისას სულ იყენებს თავსაბურავს, რადგან სხვა შემთხვევაში ჟურნალისტურ საქმიანობას ვერ შეასრულებს. ამანპური აცხადებს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ეს მოთხოვნა არ არსებობს, თავსაბურავის გაკეთებას არ აპირებს.

ირანში რამდენიმე დღეა ჰიჯაბის კანონების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

პროტესტის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი, მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა.

ქალი კომაში ჩავარდა, 3 დღის შემდეგ 16 სექტემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჰიჯაბის კანონების წინააღმდეგ უახლესი საპროტესტო ტალღა მაჰსა ამინიზე ძალადობისა და დაღუპვის შემდეგ, 16 სექტემბრიდან დაიწყო.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია