პოლიტიკა

ირანმა რუსეთს საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა

ირანმა რუსეთს „შაჰედ 129“-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ირანული უპილოტო თვითმფრინავების პარტია კასპიის ზღვით რუსეთში გაიგზავნა, სამომავლოდ კი ასტრახანისა და ვოლგოგრადის გავლით სამხედრო ტვირთის მიტანა უკრაინის საზღვრამდე იგეგმება.

შაჰედ 129“-ის შემუშავების დროს უპილოტო თვითმფრინავს საფუძვლად დაედო ისრაელის საფრენი აპარატი „ჰერმეს 450“ და ამერიკული აპარატი „ემქიუ-1 პრედატორი“. „შაჰედ 129“-ის ფიუზელაჟის სიგრძე რვა მეტრია, ფრთების სიგრძე – 16 მეტრი, საბრძოლო დატვირთვა კი 400 კგ-მდეა, ფრენის სიჩქარე – 150 კმ/სთ-მდე 200 კმ-მდე რადიუსით, ფრენის სიშორე 1700 კმ-მდე. აპარატს ჰაერში 24 საათამდე შეუძლია გაჩერება.

ასევე ნახეთ

ჯო ბაიდენი – რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია