პოლიტიკა

ირანში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

 მედიის ინფორმაციით, ირანში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.

 როგორც ცნობილია, არეულობა თეირანთან ახლოს სამგლოვიარო აქციაზე დაიწყო, რომლის მონაწილეებიც პოლიციელების მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის, ნადის ნაჯაფის სიკვდილის მე-40 დღეს აღნიშნავდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასაფლაო დაკეტა და მოქალაქეებს ნაჯაფის საფლავთან მისვლა შეუზღუდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

 შეგახსენებთ, 22 წლის ნადის ნაჯაფი ირანის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. გოგონამ 21 სექტემბერს პლატფორმა „ტიკოტკზე“ განცხადება გაავრცელა, რომ საპროტესტო აქციებს უერთდება, რის შემდეგაც ის რამდენიმე საათში პოლიციამ მოკლა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია