პოლიტიკა

ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს

ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს. BBC-ი ირანულ სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება, რომ მაჯედ რეზა რაჰნავარდი, რომელიც უსაფრთხოების ძალების მკვლელობის და დაჭრისთვის იყო მსჯავრდებული, ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩეს.

დაახლოებით სამთვიან საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით პირველი მსჯავრდებული ირანში რამდენიმე დღის წინ დასაჯეს სიკვდილით.

ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები სექტემბერში, „მორალის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...