Breaking News

ელი კოენი -ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს „ჰამასის“ ლიკვიდაციას –

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ტვიტერზე” გამოეხმაურა.

„ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს „ჰამასის“ ლიკვიდაციას ისევე, როგორც მსოფლიო მოიქცა ნაცისტებთან და ე.წ ისლამური სახელმწიფოსთან”, – განაცხადა ელი კოენმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს. დოკუმენტი ასევე მოითხოვს, რომ ყველა მხარემ დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონები და ღაზის სექტორში მყოფი სამოქალაქო პირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება იყოს „უწყვეტი, საკმარისი და დაუბრკოლებელი”. რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა მძევალი.

დოკუმენტში არ არის მოხსენიებული მოძრაობა „ჰამასი”, რამაც ისრაელის უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია.

 

Check Also

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია