პოლიტიკა

ისრაელი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია

ისრაელი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია, – განცხადებას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ავრცელებს.

„ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა“, -აცხადებს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო.

მათივე ცნობით, ეგვიპტესა და იორდანიაში საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა და ისრაელის ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ ეს ქვეყნები. მაროკოში საფრთხის დონე 3-მდე გაიზარდა და ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მოგზაურობას თავი აარიდონ.

ასევე ნახეთ

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. რომის პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში წმინდა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია