პოლიტიკა

ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი, ალ-შიფას საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა.

პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრის, მაი ალ-კაილამის თქმით, ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდს ჩადის.

„ჰამასის“ დაქვემდებარებაში არსებული ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაციები არ ტარდება.

„ბიბისი“ იუწყება, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებას ჭურვი მოხვდა და კვლავ ისმის აფეთქებების ხმა.

როგორც ცნობილია, ახლა საავადმყოფოში არ არის წყალი, საკვები და ელექტროენერგია. ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების გარდაცვალების შესახებ.

წითელი ჯვარი იტყობინება, რომ ალ-შიფას საავადმყოფოდან მიღებული ინფორმაცია შემაშფოთებელია, ათასობით ადამიანია საფრთხეში.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...