პოლიტიკა

ისრაელის მიერ ევაკუაციისკენ მოწოდების შემდეგ, „ჰამასმა“ ღაზის მცხოვრებლებს მოუწოდა, არ დატოვონ სახლები

ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მოწოდების შემდეგ, „ჰამასმა“ მოუწოდა ღაზის მცხოვრებლებს, არ დატოვონ სახლები.

ტერორისტულმა ჯგუფმა ისრაელი „ფსიქოლოგიურ ომში“ დაადანაშაულა.

„ისრაელი ცდილობს, გაავრცელოს ყალბი პროპაგანდა სხვადასხვა საშუალებით, რაც მიზნად ისახავს მოქალაქეებში დაბნეულობის შექმნას და ჩვენი შიდა ფრონტის სტაბილურობის შელახვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გაერო-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ისრაელის თავდაცვის ძალების შეტყობინების თანახმად, 24 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს ღაზის ჩრდილოეთით მყოფი პალესტინელი მოსახლეობის სამხრეთ ღაზაში ევაკუაცია.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...