პოლიტიკა

ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბომბვას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბომბვას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს მონაცემებით, მსხვერპლთა შორის არიან ხუთი წლის ბავშვი, ორი ქალი და დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წევრები, მათ შორის მათი ლიდერი ტაისერ ჯაბერი.

ისრაელმა ღაზას სექტორის დაბომბვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარასკევს ისრაელის მიმართულებით 300-მდე რაკეტა იქნა გაშვებული. რაკეტების ნაწილი ღაზას სექტორის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ნაწილი კი, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის – „რკინის გუმბათის“ მიერ იყო განადგურებული.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვების შედეგად სულ მცირე 120 ადამიანია დაშავებული.

ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში დაჯგუფების 30-მდე ობიექტი გაანადგურეს, მათ შორის საბრძოლო მასალების ორი საწყობი და რაკეტების მწარმოებელი ექვსი ქარხანა.

დაბომბვებთან ერთად, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო მდინარე იორდანეს მარჯვენა ნაპირზე, რომლის კოდური სახელწოდებაა „განთიადი“. ოპერაციის შედეგად დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ 19 წევრია დაკავებული. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოპერაცია ერთ კვირას გაგრძელდება.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია