პოლიტიკა

ისრაელის პოლიციამ თელ ავივში გამართული ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის პოლიციამ თელ ავივში გამართული ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

როგორც „თაიმს ოფ სრაელი“ წერს, ათასობით მოქალაქემ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა და ისრაელის მთავრობისგან, „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებასთან ერთად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც მოითხოვა.

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა მას შემდეგ გამოიყენა, რაც მათ საავტომობილო მოძრაობა დაბლოკეს და ავტომაგისტრალზე დიდი კოცონი დაანთეს. პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

ანტისამთავრობო მიტინგები ასევე გაიმართა ისრაელის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის იერუსალიმში, კეისარიასა და ხაიფაში. დემონსტრაციები ისრაელში დღესაც გაგრძელდება. მიტინგები ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან ცხრა თვის თარიღის ემთხვევა.

ცნობისთვის, მანამდე სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ცნობა, რომ დაჯგუფება „ჰამასი“ დათანხმდა აშშ-ის მიერ წარდგენილ წინადადებას, რომელიც ისრაელელი მძევლების გათავისუფლების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ითვალისწინებს. ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია