Breaking News

ისრაელის პრეზიდენტი – მტერი ჩვენში სიძულვილის გაღვივებას ცდილობს ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის

ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ ერთიანები, რადგან „ჰამასი“ სიძულვილის გაღვივებას აპირებს ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის.

„მტერი ჩვენში სიძულვილის გაღვივებას ცდილობს ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის. ასეთი მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო და ცალსახა. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მტრობის, რასიზმისა და ძალადობის ყოველგვარი განსახიერები ჩვენი არსებული სხვადასხვა ჯგუფის მიმართ“, – აღნიშნა ჰერცოგმა.

ისრაელის პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა ისრაელში არაბი მოქალაქეების მნიშვნელოვან როლს და ისაუბრა ისრაელის წინააღმდეგ წარმოებული „ფსიქოლოგიური კამპანიის“ შესახებ.

„მათ სურთ ჩვენი შეშინება ვიდეოებით, ჭორებითა და ტყუილებით. ისინი ცდილობენ, ფსიქოლოგიურად გაგვტეხონ, შელახონ ჩვენი პიროვნული და ეროვნული სული. ჩვენ არ მივცემთ მათ წარმატების საშუალებას“, – თქვა ჰერცოგმა.

ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე მძევლების დაბრუნებაა.

Check Also

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია