პოლიტიკა

ისრაელის თავდაცვის ძალები – საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე

საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე, – განუცხადეს „ბიბისის“ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ოფისიდან სატელეფონო საუბრისას.

„საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის სამიზნე. ისრაელის თავდაცვის ძალები იძიებს აფეთქების წყაროს და როგორც ყოველთვის, პრიორიტეტს ანიჭებს სიზუსტეს და საიმედოობას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ სიფრთხილე ტერორისტული ორგანიზაციის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, „ჰამასი“ საავადმყოფოზე თავდასხმას სამხედრო დანაშაულს უწოდებს. „ჰამასის“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება.

მანამდე, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია