პოლიტიკა

ისრაელის თავდაცვის ძალები – სარაკეტო დარტყმის დროს ღაზაში მდებარე სკოლაში, სულ მცირე, „ჰამასის“ 20 ტერორისტი იმყოფებოდა

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, სარაკეტო დარტყმის დროს ღაზაში მდებარე სკოლაში, სულ მცირე, „ჰამასის“ 20 ტერორისტი იმყოფებოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„წინასწარი გამოკვლევის თანახმად, ღაზაში მდებარე სამთავრობო მედია ოფისის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც მოქმედებს როგორც „ჰამასის“ მედია ფრთა, გაზვიადებულია და ისრაელის თავდაცვის ძალების ხელთ არსებულ ინფორმაციას არ ემთხვევა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა. ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის მიერ სკოლაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...