პოლიტიკა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს

„ბიბისის“ გავრცელებული ინფორმაციით ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და სამხედროების მობილიზაციას ახდენენ, – ინფორმაციას ამის შესახებ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გასცა.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში საპასუხო საჰაერო თავდასხმები დაიწყეს და „ჰამასი“ გააფრთხილეს, რომ „ძალიან მძიმე საფასურს“ გადაიხდის.

„დილით „ჰამასმა“ დაუშვა სერიოზული შეცდომა და დაიწყო ომი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისრაელის სახელმწიფო გაიმარჯვებს ამ ომში“, – განაცხადა გალანტმა.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი. დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია