პოლიტიკა

ისრაელმა შეერთებული შტატებისგან MK-84 ტიპის საავიაციო ბომბების ტვირთი მიიღო

ისრაელმა შეერთებული შტატებისგან MK-84 ტიპის საავიაციო ბომბების ტვირთი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საბრძოლო მასალის ტვირთი, რომელიც ისრაელში ჩამოვიდა, წარმოადგენს მნიშვნელოვან აქტივს საჰაერო ძალებისთვის და ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის და ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ძლიერი ალიანსის დამატებითი მტკიცებულებაა“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელში 2 000 ფუნტიანი (დაახლოებით 900 კგ-იანი) MK-84 ტიპის საავიაციო ბომბების გაგზავნა დაბლოკა იმ მიზეზით, რომ მჭიდროდ დასახლებულ ღაზას სექტორში მათი გამოყენების შემთხვევაში, მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა. დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედის ეს გადაწყვეტილება იანვარში გააუქმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია