პოლიტიკა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შესაძლოა, შეთანხმება შედგეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციიღ, ისრაელელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ დოჰაში ჩატარებულ მოლაპარაკებებში და რამდენიმეთვიანი დისკუსიების შემდეგ შესაძლოა, შეთანხმება შედგეს.

„ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმების შანსები 50/50-ზეა“, – განუცხადა timesofisrael-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.

როგორც გამოცემა იუწყება, „ისრაელმა შეარბილა თავისი პოზიცია მოლაპარაკებების დროს და დათანხმდა აშშ-ის  წინადადებას, რის სანაცვლოდაც შესაძლოა, 800 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლოს 40 ისრაელელი მძევალის სანაცვლოდ“.

მედია წერს, რომ როგორც ცნობილია, „ჰამასს“ ეს შეთავაზება უკვე გაუგზავნეს.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია