პოლიტიკა

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას The Guardian-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სიონისტური რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული 12-დღიანი ომის დროს, ამ დროისთვის 935 მოწამეა იდენტიფიცირებული“, – ციტირებს ირანული მედია სასამართლო ხელისუფლების პრესსპიკერს, ასღარ ჯაჰანგირს.

მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 132 ქალი და 38 ბავშვია.

შეგახსენებთ, ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, 12-დღიანი კონფლიქტის დროს ირანის საჰაერო იერიშებს ისრაელის 28 მოქალაქე ემსხვერპლა.

ასევე ნახეთ

აშშ-რუსეთის სამიტი ალასკაში, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე

ისტორიული სამიტი ალასკაში. ქალაქ ანკორიჯში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ეს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია