პოლიტიკა

ჯო ბაიდენი – მზად ვართ შევთავაზოთ მხარდაჭერის ყველა შესაბამისი საშუალება ისრაელის მთავრობასა და ხალხს – ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული

 

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზადაა ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს.

დღეს დილით ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელში საზარელი მიმდინარე თავდასხმების შესახებ. შეერთებული შტატები ცალსახად გმობს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის” ტერორისტების მიერ განხორციელებულ ამ საშინელ თავდასხმას, – აღნიანულია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში.

„პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განვუცხადე, რომ მზად ვართ შევთავაზოთ მხარდაჭერის ყველა შესაბამისი საშუალება ისრაელის მთავრობასა და ხალხს. ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი. შეერთებული შტატები აფრთხილებს ისრაელისადმი მტრულად განწყობილ ნებისმიერი სხვა მხარეს, რომელიც ამ სიტუაციაში სარგებელს ეძებს. ჩემი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის მტკიცე და ურყევია“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...