პოლიტიკა

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბაიდენი ზელენსკის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა, რომლის ღირებულება 625 მილიონ დოლარს შეადგენს. მასში დამატებითი იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, მათ შორის „​ჰაიმარსის“ სისტემები შედის.

თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც მონაწილეობდა. საუბრის მთავარი მიზანია იმის დემონსტრირება, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკა მომავალშიც მზადაა, ნებისმიერ ადამიანს, ორგანიზაციას თუ ქვეყანას, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას აღიარებენ, დიდი საფასური გადაახდევინოს“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ჯო ბაიდენი – რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია