ყველა უთანხმოების მიუხედავად, რომელიც კონგრესში გვაქვს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე, ეს არ ეხება მხოლოდ თავისუფლებას უკრაინაში, ეს ეხება ზოგადად დემოკრატიის თავისუფლებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
ბაიდენმა უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ომში უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ ეჭვი არ არსებობდეს“.
კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიევში მისი ჩასვლა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის დედაქალაქში მერვედ იმყოფება და ამჯერად მისი ვიზიტის მიზანია, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცეს, რომ „შეერთებული შტატები აქაა იმისთვის, რომ დარჩეს, ჩვენ არ დაგტოვებთ“.