პოლიტიკა

ჯო ბაიდენი – რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია, აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ ამერიკელი ჟურნალისტ, ევან გერშკოვიჩისადმი 16 წლით პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით.

“დღეს, ევან გერშკოვიჩმა რუსულ ციხეში 16 წლის განაჩენი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. მეტიც, რუსეთის მთავრობამ ის სამიზნეში ამოიღო, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია. ბევრს ვიბრძვით ევანის გათავისუფლებისთვის და ამას გავაგრძელებთ.

როგორც დიდი ხნის წინ ვთქვი და გაერომ დაადასტურა, კითხვა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ევანს უკანონო პატიმრობაში ამყოფებს. ჟურნალიზმი დანაშაული არ არის. გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით, ყველასთან დაპირისპირებას, ვინც პრესაზე თავდასხმას ან სამიზნეში ჟურნალისტების ამოღებას ცდილობს. დამატებით, ჩემი ადმინისტრაციის პირველივე დღიდან, უფრო მაღალი პრიორიტეტი არ მქონია, ვიდრე ევანის, პოლ უილენის და ყველა ამერიკელის გათავისუფლება და უსაფრთხო დაბრუნება, ვინც საზღვარგარეთ უკანონოდ დააკავეს და ტყვეობაში ამყოფებენ. ევანმა თავის გასაჭირს აღსანიშნავი სიძლიერით გაუძლო. მის სახლში დაბრუნების ჩვენს მცდელობებს არ შევწყვეტთ. ჯილი და მე ევანისთვის და მისი ოჯახისთვის ვლოცულობთ,” – განაცხად ბაიდენმა.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია