პოლიტიკა

ჯო ბაიდენის განცხადებით აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან

ჯო ბაიდენმა ირლანდიაში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან.

“როგორც იცით, სრულმასშტაბიანი გამოძიება გრძელდება. სადაზვერვო საზოგადოება და იუსტიციის დეპატამენტი მის დასასრულს უახლოვდებიან”, – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა პირველად დააფიქსირა პოზიცია ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია თავად გაჟონვის ფაქტით და არა მისი შინაარსით.

“მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ მომენტისთვის არაფერი არ არის, რასაც შესაძლოა რამე შედეგები ჰქონოდა”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია