პოლიტიკა

ჯონ კირბი – „ჰამასი“ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აგდებს

თეთრი სახლი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებას გამოეხმაურა,   მან თქვა, რომ ღაზა ბავშვთა სასაფლაოს ემსგავსება.

„ჰამასი ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აგდებს“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

კირბის თქმით, „ჰამასი“ საავადმყოფოების ქვეშ აშენებდა გვირაბებს და ბავშვებს მძევლებად იყენებდა.

„ჩვენ ვიცით, რომ, 240 მძევლის გარდა, მათ კიდევ სხვა მძევლები ჰყავთ, რომლებიც არიან ბავშვები. ჩვენ ვცდილობთ ამ ბავშვების გათავისუფლებას“, – აღნიშნა მან.

კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა სთხოვა ისრაელელ კოლეგებს, იყონ რაც შეიძლება ფრთხილები „ჰამასის“ სამიზნეებზე იერიშისას, რათა თავიდან აიცილონ მეტი სამოქალაქო ტრაგედია.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...