პოლიტიკა

ჯონ კირბი – ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე ათასზე მეტი კონტეინერი გადასცა

აშშ-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე ათასზე მეტი კონტეინერი გადასცა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, 7 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, რუსულმა ხომალდმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის პორტში საბრძოლო მასალებით სავსე ტვირთი გადაიტანა, რაც შემდგომში რუსეთის სამხედრო საწყობებში გადაანაწილეს. თეთრი სახლი ასევე ავრცელებს ვიზუალურ მტკიცებულებებსაც.

„ვგმობთ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმებისა და უკრაინელი მოქალაქეების დასახოცად და რუსეთის უკანონო ომის გასაგრძელებლად“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია