პოლიტიკა

ჯონი დეპი ამედეო მოდილიანიზე ფილმს გადაიღებს

ჯონი დეპი რეჟისორის სავარძელს უბრუნდება – ის ბიოგრაფიულ დრამას „მოდილიანი“ გადაიღებს, რომელიც ცნობილ იტალიელ მხატვარსა და მოქანდაკე ამედეო მოდილიანიზე მოგვითხრობს. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სურათს საფუძვლად დენის მაკინტაიერის პიესა დაედება, რომელიც მხატვრის მიერ 1916 წელს პარიზში გატარებულ ორ დღეზე მოგვითხრობს, რაც გადამწყვეტი მომენტი იყო მის ცხოვრებაში.

„მოდილიანის ცხოვრების ნაწილის ეკრანზე ჩვენება წარმოუდგენლად დიდი პატივია. მის ცხოვრება უზარმაზარ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ტრიუმფთან“, – განაცხადა დეპმა.

ის ასევე ფილმის პროდიუსერი იქნება. სურათის პროდიუსერის ფუნქციას ასევე ალ პაჩინო შეითავსებს. გადაღებები 2023 წელს, ევროპაში დაიწყება. უახლოეს პერიოდში პროექტისთვის მსახიობების შერჩევა დაიწყება.

ჯონი დეპის პირველი სარეჟისორო ნამუშევრის პრემიერა 1997 წელს შედგა. ეს იყო ფილმი „მამაცი“, ამერიკელი მწერლის, გრეგორი მაკდონალდის პიესის მიხედვით.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია