პოლიტიკა

ჯონსონი: ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა.

“ეს არის მომენტი, რომ გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და მივცეთ უკრაინელებს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ.

ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა. და გამარჯვება რაც შეიძლება მალე… რაც უფრო მალე დამარცხდება პუტინი, მით უკეთესი იქნება უკრაინისთვის და მთელი მსოფლიოსთვის”, – თქვა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.

დღეს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში კიდევ ერთხელ ჩავიდა. ჯონსონი კიევის რეგიონის ქალაქებში, ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდა. მას კიევის რეგიონის ხელმძღვანელი, ოლექსეი კულება ახლდა.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია