პოლიტიკა

ჯოზეფ ბორელი – მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა მსოფლიოში დიდ და უზარმაზარ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სურსათის მიწოდების გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რომელმაც შეთანხმება ცალმხრივად დატოვა.

„რაც ჩვენ უკვე ვიცით არის ის, რომ ეს მსოფლიოში დიდ და უზარმაზარ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს“, – განაცხადა ბორელმა.

მან რუსეთი ასევე დაადანაშაულა უკრაინის სამხრეთ საპორტო ქალაქ ოდესაში მარცვლეულის შესანახ ობიექტებზე განზრახ თავდასხმების განხორციელებაში, რაც, მისი თქმით, კიდევ უფრო გააღრმავებს სასურსათო კრიზისს.

რუსეთმა გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან გაფორმებული შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის პორტების საშუალებით უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლეოდა, ორშაბათს დატოვა. რუსეთმა, შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის განცხადებით, დარტყმების შედეგად 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა და მარცვლეულის ექსპორტის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია