პოლიტიკა

ჯოზეფ ბორელი-რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები ზაპოროჟეს ატომური ელექტროსადგურიდან და სადგურზე კონტროლი უკრაინას დაუბრუნდეს

  როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა,ევროკავშირი არ აღიარებს  დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას,სწორედ ამიტომ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება უკანონო და იურიდიულად ბათილია.როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები თუ ტექნიკა და სადგურზე კონტროლი გადასცეს უკრაინას.

  “ევროკავშირი არ აღიარებს და კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას. ამიტომაც, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება უკანონო და იურიდიულად ბათილია. რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები და ტექნიკა და სადგურზე კონტროლი გადასცეს მის კანონიერ მფლობელს, უკრაინას”, – აღნიშნა ბორელმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია