პოლიტიკა

ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, ქსენია სობჩაკმა დაკავების საფრთხის არსებობის გამო რუსეთი დატოვა

 როგორც სააგენტოები ТАСС-ი და “База” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რუსმა ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, 2018 წლის არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქსენია სობჩაკმა, რომელიც, შესაძლოა, 26 ოქტომბერს გამოძიებას დაეკავებინა, ქვეყნიდან გამგზავრება შეძლო.

 ჟურნალისტის გამგზავრების ფაქტს ასევე ადასტურებს სახელმწიფო სააგენტო РИА “Новости”.

 ცნობილია, რომ  ჩხრეკა დაიწყო  მოსკოვის შემოგარენის ელიტურ დასახლებაში მდებარე  ქსენია სობჩაკის სახლში. ჩხრეკა უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც აღიძრა სობჩაკის საქმიანობის კომერციული დირექტორის, ახლახან დაპატიმრებული კირილ სუხანოვის წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია