პოლიტიკა

ხერსონის ოლქში უკვე 60 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში უკვე 60 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული.

“ამ საღამოს მდგომარეობით, თავდაცვის ძალების მიერ კონტროლი დამყარებულია ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონშიც გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. ხერსონიდან გაქცევამდე ოკუპანტებმა მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს – კავშირი, წყლის მომარაგება, ელექტროენერგია. „რაშისტებს“ ყველგან ერთი მიზანი აქვთ – ხალხის მაქსიმალურად დამცირება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ, დამიჯერეთ”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 როგორც უკრაინის პრეზიდენტმა  აღნიშნა,  ზესონის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე უკვე ამოღებულია დაახლოებით 2 000 ფეთქებადი ნივთი – ნაღმები, საბრძოლო მასალა, ნაღმი-ხაფანგები, რომლებიც არ აფეთქებულა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შაბათს, ხერსონში ერთმა გამნაღმველმა ადმინისტრაციული შენობის განაღმვისას დაზიანებები მიიღო.

ასევე ნახეთ

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათი სამიზნე იყო დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია