პოლიტიკა

კიევის საჯარო ბაგა-ბაღებსა და სკოლებში რუსულ ენას სასწავლო პროგრამიდან იღებენ

უკრაინის დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კიევის საჯარო ბაგა-ბაღებსა და სკოლებში რუსულ ენას სასწავლო პროგრამიდან იღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კიევის საკრებულომ, 64 დეპუტატის თანხმობით, გუშინ, 10 ნოემბერს მიიღო.

კიევის საკრებულოს დეპუტატის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის ხელმძღვანელის, ვადიმ ვასილუჩკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ომის პირობებში ბაღებსა და საჯარო სკოლებში რუსული ენის შესწავლა არ არის მართებული:

„რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „რუსეთი აღწევს იქამდე, სადამდეც გავრცელებულია რუსული ენა“. აქედან გამომდინარე, კიევის საკრებულოს დეპუტატთა კორპუსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობის ესკალაციისა და კიევის საგანმანათლებლო სივრცის დაცვის საშუალებას მისცემს აგრესორი სახელმწიფოს ჰიბრიდული გავლენებისგან. ენა მნიშვნელოვანია და ომის დროს ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, — განაცხადა მან.

ასევე ნახეთ

ჯო ბაიდენი – რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია